მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“სამი საათია, ვეძებთ” – ქუთაისში საკონსტიტუციო განხილვაზე მისული სამოქალაქო აქტივისტი გაუჩინარდა

“სამი საათია, ვეძებთ” – ქუთაისში საკონსტიტუციო განხილვაზე მისული სამოქალაქო აქტივისტი გაუჩინარდა

ქუთაისში საკონსტიტუციო განხილვაზე მისული სამოქალაქო აქტივისტი გაუჩინარდა.

რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტს მიხეილ მუმლაძეს დღევანდელ შეხვედრაზე დასწრება სურდა, თუმცა როგორც მისი მეუღლე “ინფო იმერეთთან” საუბრისას ამბობს, ბოლო სატელეფონო კომუნიკაციისას მიშიკო მუმლაძემ მას უთხრა, რომ სამართალდამცველების ალყაშია და პოლიცია მას ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს.

“სამი საათია, ვეძებთ, არ ვიცით სადაა, ტელეფონსაც არ პასუხობს, ბოლოს როცა მესაუბრა მითხრა, რომ სამართალდამცველები სთხოვდნენ ტერიტორიის დატოვებას, მაშინვე სახლიდან გამოვვარდი, თუმცა ადგილზე აღარ დამხვდა”, – აცხადებს აქტივისტის მეუღლე.

არსებული ინფორმაციით, სამოქალაქო აქტივისტი სამართალდამცველებმა სასამართლოში გადაიყვანეს, სადაც მას ადმინისტრაციული წესით გაასამართლებენ.

დღეიდან “საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვა დაიწყო. პირველი შეხვედრა ქუთაისში, მესხიშვილის თეატრში გაიმართა.

კომენტარები