მთავარიახალი ამბებიიმერეთი

“რაც არ უნდა იხვანხვალონ თქვენმა უფროსებმა, ვინც რაც არ უნდა თქვას, ეს კანონი მაინც მიიღება”

“რაც არ უნდა იხვანხვალონ თქვენმა უფროსებმა, ვინც რაც არ უნდა თქვას, ეს კანონი მაინც მიიღება”

რა თქმა უნდა, ამაღლებული განწყობა მაქვს, დიახ, კმაყოფილი ვარ, იმიტომ, რომ ჩვენმა მოსახლეობამ ძალიან კარგად გაიგო ჩვენი მესიჯები და დაუდგა გვერდში იმას, რაც ქართულია, – ასე აფასებს “ქართული ოცნების” ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ბეჟან წაქაძე მმართველი პარტიის 29 აპრილის შეკრებას.

“ბიძინა ივანიშვილის სიტყვა ძალიან მომეწონა, თქვა ის, რაც რეალობაა, ადამიანებს უნდა ვუთხრათ სიმართლე, რაც არ უნდა იხვანხვალონ თქვენმა უფროსებმა, ვინც რაც არ უნდა თქვას, ეს კანონი მაინც მიიღება, იმიტომ, რომ არ შეიძლება ქვეყანამ უარი თქვას თავის იდენტობაზე, ტრადიციებზე. ლგბტ კანონის მიღება იდენტობის წართმევა არაა? ეს კანონი აწუხებთ და ვერ მივიღებთ. ეს პარლამენტია კაცო, ის ხო არ არის, საქულას დუქანი.

სუვერენიტეტი რას ნიშნავს? ნიშნავს, რომ პატივი სცე პარლამენტსაც, იმ სტრუქტურასაც, რასაც პარლამენტი ჰქვია. არ სცემენ პატივს”, – განაცხადა წაქაძემ.

მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” გასამართლება ამდენ ხანსაც უნდა მომხდარიყო.

“აგონ პასუხი, ზოგმა პოლიტიკურად და ზოგმა სამართლებრივად”, – აღნიშნა მან.

ბიძინა ივანიშვილმა “ქართული ოცნების” აქციაზე განაცხადა, რომ “არჩევნების შემდეგ, “ნაციონალური მოძრაობა“ მკაცრად აგებს პასუხს ყველა დანაშაულისთვის”.

კომენტარები