ქუთაისის ცენტრში ახალგაზრდებმა მსვლელობა მოაწყვეს.
სტუდენტები რამდენიმე წუთი ქუთაისის მერიასთან შეჩერდნენ და განაცხადეს, რომ რუსულ კანონს ეწინააღმდეგებიან.
“არა რუსულ კანონს, არა რუსულ მთავრობას, არ გაიყიდოთ კარტოფილზე, ახალგაზრდები ვირჩევთ ევროპას”, – შესძახეს აქციის მონაწილეებმა მერიის შენობაში მყოფებს.
უწყვეტი აქცია ქუთაისში გრძელდება.
კომენტარები