მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

იოსებ ხახალეიშვილმა თეატრი ქუთაისელების დამამცირებელი შეძახილების ფონზე პოლიციის დახმარებით დატოვა

იოსებ ხახალეიშვილმა თეატრი ქუთაისელების დამამცირებელი შეძახილების ფონზე პოლიციის დახმარებით დატოვა

მონა, ლაქია – ამ შეძახილების ფონზე სამართალდამცველების დახმარებით დატოვა ქუთაისის მერმა მესხიშვილის თეატრი, სადაც გვირილობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მიმდინარეობდა.

თეატრთან სამოქალაქო აქტივისტები იყვნენ შეკრებილი, რომლებსაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის სირცხვილის დერეფნის მოწყობა სურდათ.

ქუთაისელმა მაღალჩინოსნებმა კორიდორში არ გაიარეს, პერიმეტრი კი ქუთაისის პოლიციის მეორე განყოფილების თანამშრომლების დახმარებით დატოვეს.

“სამარცხვინო, მონა, ლაქია, უსირცხვილო” – ასე მიმართავდნენ ქუთაისელები ქალაქის მერს, რომელიც რუსული კანონპროექტის დაკანონების მომხრეა.

კომენტარები