მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა ხსოვნას პატივი მიაგეს

ქუთაისში მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა ხსოვნას პატივი მიაგეს

️ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით ქუთაისში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

სასულიერო პირებმა ომში დაღუპულებს პარაკლისი გადაუხადეს.

მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების სახით  2000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები 1000 ლარს მიიღებენ. გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით მიიღო.

კომენტარები