მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“დაიბადა იმერეთში” – თამარ აბაშიძე

“დაიბადა იმერეთში” – თამარ აბაშიძე

თამარ აბაშიძე – ქართველი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი.

დაიბადა 1892 15 მაისს ზესტაფონში. სწავლობდა დონის როსტოვის დრამატულ სტუდიაში. მოღვაწეობა დაიწყო ჭიათურის თეატრში (1913), იყო გორის დრამატული თეატრისა (1939–1940) და ჭიათურის დრამატული თეატრის (1949–1960) მსახიობი.

განასახიერა ხანუმას (აქვსენტი ცაგარელის „ხანუმა“), რიფსიმეს (ზურაბ ანტონოვის „მზის დაბნელება საქართველოში“), მელანოსა და ელენეს (დავით კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვალი“), კრუჩინინას (ალექსანდრე ოსტროვსკის „უდანაშაულო დამნაშავენი“), ვასა ჟელეზნოვას (მაქსიმ გორკის „ვასა ჟელეზნოვა“), კატარინას (უილიამ შექსპირის „ჭირვეული ცოლის მორჯულობა“), ბერსენიევას (ბორის ლავრენიოვის „რღვევა“), იოკასტეს (სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე“) და სხვა როლები.

კინოფილმებში შესრულებული აქვს შემდეგი როლები: ელპიტე (“ჭრიჭინა“, რეჟის. ს. დოლიძე, 1954), დათოს ბებია („ჩვენი ეზო“, რეჟის. რ. ჩხეიძე, 1956).

გარდაიცვალა 1960 წლის 16 მაისს, 68 წლის ასაკში.

კომენტარები