მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება

ქუთაისში რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება

ქუთაისში უწყვეტი აქციები გრძელდება.

ამ წუთებში  ქალაქის მერიასთან ახალგაზრდების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

ქუთაისელები ხელისუფლების მიერ მიღებულ რუსულ კანონს აპროტესტებენ.

პარალელურად გაფიცვა გრძელდება ქუთაისის ორი უნივერსიტეტში.

აკაკი წერეთლის სახელობის და საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები ლექციებზე დასწრებას და აუდიტორიებში შესვლას მანამ არ აპირებენ, ვიდრე ხელისუფლება კანონს უკან არ გაიწვევს.

“ქართულმა ოცნებამ” რუსული კანონი მესამე მოსმენით 14 მაისს მიიღო.

კომენტარები