ქუთაისში მე-6 დღეა, სტუდენტები გაფიცულები არიან.
ახალგაზრდები აუდიტორიებში შესვლას და ლექციებზე დასწრებაზე უარს აცხადებენ.
სტუდენტების თქმით, ხელისუფლებამ რუსული კანონის მიღებით ანტიევროპული გადაწყვეტილება მიიღო.
ახალგაზრდები დღეს 14:00 საათზე ევროპულ მარშს გამართავენ და მოსახლეობას პროტესტში ჩართვისკენ მოუწოდებენ. ისინი ამ წუთებში აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის ეზოში იკრიბებიან.
კომენტარები