მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე დღეს მასშტაბური აქცია-კონცერტი გაიმართება

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე დღეს მასშტაბური აქცია-კონცერტი გაიმართება

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე დღეს, 19:00 საათზე, რუსული კანონის წინააღმდეგ მორიგი მასშტაბური აქცია-კონცერტი გაიმართება.

ორგანიზატორების თქმით, დღეს ერთი მხრივ, შეჯამდება ქუთაისში მიმდინარე უწყვეტი პროტესტი, ხოლო  მეორე მხრივ, ქართველი მუსიკოსები, რომლებიც იზიარებენ პროტესტის შინაარსს და მხარს უჭერენ დემონსტრანტებს, მკაფიოდ დააფიქსირებენ თავიანთ პოზიციას მათივე საბრძოლო იარაღით – მუსიკით.

აქცია-კონცერტში მონაწილე მუსიკოსები: SKAZZ; ბაჩო ჯიქიძე; Will; Kolak;  Stress; See; Me; გერჩი; Louie;

“თავისუფლებისთვის მებრძოლ ახალგაზრდებს ხელისუფლება უკანონოდ იჭერს და ფულად ჯარიმებს აკისრებს. საქართველოს ევროპული მომავლისთვის და საქართველოს სიყვარულისთვის დაჯარიმებული ადამიანების მხარდასაჭერად ანგარიშის ნომრები

For GEL: #GE41TB7249036080100001
For USD/EUR: #GE85TB7249036180100001
Recipient: THE HUMAN RIGHTS HOUSE TBILISI
Description: Donation
Paypal: [email protected]

დღეს ყველა თავისუფალი ადამიანის სათქმელია:
#არარუსულკანონს
#არარუსულრეჟიმს
#რუსულიკანონითარვიცხოვრებთ
#გამოდი

ჩვენ, საქართველოს თავისუფალი მოქალაქეები ჩვენი და ჩვენი ქვეყნის ბედს თავად ვწყვეტთ”, – წერია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები