მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“მოსავლის 80% განადგურებულია” – ძლიერი სეტყვა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე სვირში

“მოსავლის 80% განადგურებულია” – ძლიერი სეტყვა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე სვირში

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე სვირში ძლიერმა სეტყვამ სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და ხეხილი გაანადგურა. დაზიანდა ვენახებიც.

მოსახლეობის თქმით, მოსავლის 80 პროცენტი განადგურებულია.

ძლიერი წვიმის და სეტყვის შედეგად დაზარალდა ბაღდათის მუნიციპალიტეტიც. სოფელ პირველ ობჩაში განადგურებულია როგორც ერთწლოვანი, ასევე მრავალწლოვანი კულტურები, ხეხილი და ვენახები.

ასევე, ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე ლუხუტა ადიდდა და  საგზაო ინფრასტრუქტურა დააზიანა. დატბორილია რამდენიმე სახლის ეზო.

კომენტარები