მთავარიახალი ამბებიიმერეთი

“ბაღდათში მძიმე მდგომარეობაა, მოსახლეობას სიღარიბე და უმუშევრობა აწუხებს, ამის ფონზე მერს ჰყავს 4 მრჩეველი”

“ბაღდათში მძიმე მდგომარეობაა, მოსახლეობას სიღარიბე და უმუშევრობა აწუხებს, ამის ფონზე მერს ჰყავს 4 მრჩეველი”

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერის კახა ენუქიძის 4 მრჩეველს ოპოზიცია ეხმაურება.

ხელისუფლების ოპონენტები ხელოვნურად გაზრდილ შტატებზე საუბრობენ.

მათთვის გაუგებარია რატომ სჭირდება მერს ოთხი მრჩეველი, რომელთა გამოც ბიუჯეტიდან თვეში  5 000 ლარი იხარჯება.

ოპოზიცია ამბობს, რომ ქალაქში, უამრავი ინფრასტრუქტურული პრობლემაა, მოსახლეობას სიღარიბე და უმუშევრობა აწუხებს, ადგილობრივი ხელისუფლება კი პირად კომფორტზე ზრუნავს.

“ბაღდათში მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა, მოსახლეობის დიდი ნაწილის გადინება ხდება, შობადობა შემცირებულია, ამის ფონზე მერს ჰყავს 4 მრჩეველი. ამ ადამიანების ინტერესი გარდა პირადი კეთილდღეობისა არაფერი არ არის, ისინი ბიუჯეტს უყურებენ, როგორც პირად საკუთრებას”, – ამბობს “ახალის” წევრი გიორგი კილაძე.

კომენტარები