მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

სალომე გელენიძე – ბედნიერი, გაღიმებული და მადლიერი პაციენტის სახის ყურება მომწონს

სალომე გელენიძე – ბედნიერი, გაღიმებული და მადლიერი პაციენტის სახის ყურება მომწონს

იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო infoimereti.ge გთავაზობთ რუბრიკას “პროფესია”, რომლის მორიგი სტუმარიც, “დენტალ ლუქსის”  სტომატოლოგი, თერაპევტ-ქირურგი სალომე გელენიძეა.

სახელი: სალომე

გვარი: გელენიძე

პროფესია: სტომატოლოგი

სამუშაო ადგილი: ქუთაისის სტომატოლოგიური კლინიკა “დენტალ ლუქსი”

რომ არ ვყოფილიყავი ექიმი, ვიქნებოდი… იურისტი

ყველზე მეტად ჩემს პროფესიაში მომწონს… ბედნიერი, გაღიმებული და მადლიერი პაციენტის სახის ყურება

ყველაზე მეტად ადამიანში ვაფასებ…  ერთგულებას

მჯერა, რომ…  ყველაფერი კარგად იქნება

ის, რაც ყველაზე მეტად მომწონს ჩემს თავში… მადლიერების შეგრძნება

რაც ყველაზე მეტად არ მომწონს საკუთარ თავში… ბევრი რამე

ის, რის გარეშეც ვერ წარმომიდგენია ცხოვრება, არის… ღმერთის, ის სულ ჩემთანაა და მის გარეშე ვერ წარმომიდგენია

ბავშვობაში ყველაზე მეტად მინდოდა, რომ… ვყოფილიყავი მასწავლებელი

ჩემთვის შვილი არის… მთელი სამყარო

ჩემთვის ოჯახი არის… კომფორტის ზონა

ამ წამს ყველაზე მეტად მინდა, რომ… ჩემს ირგვლივ ყველა მყავდეს ჯანმრთელი

ნიჭი, რომელსაც მინდა ვფლობდე… ვუკრავდე და მქონდეს სიმღერის ნიჭი

ამოჩემებული სამოსი… მაისური, რომელიც ჩემს შვილს აჩუქეს და მე მივითვისე

ყველაზე ხშირად მავიწყდება… არაფერი არ მავიწყდება

ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ საუბარში, არის… კაი შენ გენაცვალე

ადრე ვფიქრობდი, რომ… ბევრ რამეს ვფიქრობდი ადრე, რასაც ახლა არ ვფიქრობ

თავისუფალ დროს… პრაქტიკულად არ მაქვს თავისუფალი დრო

მეშინია… ღმერთის

ვტირი მაშინ, როდესაც… ამ ბოლო დროს რაღაცნაირი გავხდი, ბევრ რამეზე მეტირება

მრცხვენია მაშინ, როდესაც… დაუფიქრებლად ვიტყვი რამეს და მერე რომ ვფიქრობ ეს რა ვთქვი

ყველაზე მეტად მიყვარს… ღმერთი

არასოდეს გავაკეთებ… არ ვუღალატებ ადამიანს

სიყვარული არის... ღმერთი

ყველაზე ბედნიერი ვიყავი მაშინ… როდესაც დედა გავხდი

როდესაც ცუდად ვარ… მინდა ვიყო მარტო ჩემ თავთან

დღეს დილით პირველი, რაც გავიფიქრე იყო… მადლობა უფალს გათენებული დღისთვის

პირად ურთიერთობებში ვარ… კომფორტული

მინდა დამიმახსოვრონ, როგორც… კეთილი ადამიანი

 

კომენტარები