საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში პორტუგალია 2:0 დაამარცხა.
პირველი გოლი მატჩის მეორე წუთზე გიორგი მიქაუტაძის პასით ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა.
მეორე ტაიმში ლოჩოშვილი პორტუგალიელებმა საჯარიმოში წააქციეს და მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა. პენალტი მიქაუტაძემ ზუსტად დაარტყა და საქართველო 2:0 დაწინაურდა.
ისტორიაში პირველად საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მერვედფინალში გავიდა.
საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ზე ამ ეტაპისთვის უნგრეთზე, შოტლანდიაზე, იტალიაზე, ხორვატიაზე, ალბანეთზე, ინგლისზე, დანიაზე, სლოვენიაზე, სერბეთზე, საფრანგეთზე, პოლონეთზე, სლოვაკეთზე, ბელგიაზე, უკრაინაზე და ჩეხეთზე მეტი გოლი გაიტანა.
საქართველოს ნაკრები მერვედფინალში 30 ივნისს ესპანეთის ნაკრებს შეხვდება.
კომენტარები