ქუთაისში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან.
ადგილობრივ ხელისუფლებაში ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებენ თუ რა რაოდენობის ზარალი მიადგა ქალაქს, ქუთაისში მოსული უხვი ნალექის შედეგად.
კონკრეტულად რამდენი სახლი, ავტომობილი, ან რამდენი ოჯახი დაზარალდა სტიქიის შედეგად ამის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე ქუთაისის მერიაში არ აქვთ.
ადგილობრივ ხელისუფლებაში ვერ აკონკრეტებენ მერიის მიერ გუშინ საღამოს ამოქმედებულ ცხელ ხაზზე რამდენი შეტყობინება შევიდა დახმარების მიზნით.
ქუთაისის მერიაში “ინფო იმერეთს” დაჰპირდნენ, რომ დეტალები ამ საღამომდე გახდება ცნობილი.
კომენტარები