თუკი პროექტი გამართულია, არ არსებობს მიზეზი იმისთვის, რომ ის საჯარო არ იყოს, – ამის შესახებ “ევროპა ჩვენი სახლიას” დამფუძნებელმა თორნიკე ბარათაშვილმა გელათთან დაკავშირებით განაცხადა.
“დღემდე არ ვიცით რა პროექტზეა საუბარი, რომლის მიხედვითაც სამუშაოები უნდა დაიწყოს. ვიცით, რომ ნიკო მოსმა გუმბათის გარეშე გადახურვა დაიწუნა, შესაბამისად, შემდეგი შეთავაზება ჩვენთვის უცნობია. თუკი პროექტი გამართულია, არ არსებობს მიზეზი იმისთვის, რომ ის საჯარო არ იყოს. რამდენადაც გვაქვს გელათში ძალიან ცუდი პრაქტიკა 4 წლის მანძილზე, აუცილებელია სკრუპულოზური მიდგომა საინჟინრო გადაწყვეტებში და რა თქმა უნდა, ფართო ექსპერტიზა იმისთვის, რომ სამომავლო რისკები დაზღვეული იყოს.
ვადებში პრობლემები სულ იყო და ახლაც ნარჩუნდება. ვიცით, რომ მარტის თვეში იყო ეს სამუშაოები დაგეგმილი და დღემდე არ დაწყებულა.
რაც შეეხება წმინდა გიორგი ეკლესიას, მნიშვნელოვანია, რომ ის იყოს კონტექსტის ნაწილი, რამდენადაც იდენტური ხასიათის პრობლემებია აღმოჩენილი”, – აცხადებს ბარათაშვილი.
გელათის სამონასტრო კომპლექსი დღეიდან 15 აგვისტომდე ვიზიტორებისა და მომლოცველებისთვის დაიკეტა.
კომენტარები