როდის აღუდგება ქუთაისს წყლის მიწოდება ცნობილია.
“ინფო იმერეთს” წყალმომარაგების კომპანიაში განუცხადეს, რომ 24-საათიანი სამუშაო პროცესი 09:00 საათზე დასრულდა, მოსახლეობას კი წყალი 16:00 საათის შემდეგ ექნება.
“ახლა, დილის 9 საათზე დავასრულეთ მუშაობა, გადავათენეთ, რომ უმოკლეს ვადებში აღდგეს წყალი. 16:00 საათის შემდეგ მოსახლეობას წყალი ექნება”,- უთხრეს “ინფო იმერეთს” კომპანიის ადმინისტრაციაში.
ქუთაისის მოსახლეობის უმრავლესობას წყალი 4 ივლისს, გამთენიისას შეუწყდა.
კომენტარები