მთავარიახალი ამბებიქუთაისი

“აუცილებლად ვეცდებით, კარგად ვითამაშოთ და შემდეგ ეტაპზე გავიდეთ”

“აუცილებლად ვეცდებით, კარგად ვითამაშოთ და შემდეგ ეტაპზე გავიდეთ”

ქუთაისის “ტორპედოს” კაპიტანმა მერაბ გიგაურმა და მცველმა გიგი მჭედლიშვილმა კონფერენსლიგაზე “ტირანასთან“ განმეორებით მატჩამდე კომენტარი გააკეთეს და იმედი გამოთქვეს, რომ ალბანურ ბარიერს დაძლევენ.

“გუნდში კარგი განწყობაა და სრული სერიოზულობით ვემზადებით. ამ თამაშისთვის ყველა მოტივირებულია და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შემდეგ ეტაპზე ჩვენ გავიდეთ“, – ამბობს მერაბ გიგაური.

“ვემზადებით და ვფიქრობ, რთული თამაში იქნება, მაგრამ ჩვენ მოსაგებად მივდივართ. აუცილებლად ვეცდებით, კარგად ვითამაშოთ და შემდეგ ეტაპზე გავიდეთ. ძალიან მიხარია, რომ ჩვენი გულშემატკივარი მოგვყვება. ეს დიდი სტიმული იქნება და ბოლომდე ვიბრძოლებთ“, – განაცხადა გიგი მჭედლიშვილმა.

გუნდთან ერთად ემზადება საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მცველი მამადუ სახო, რომელიც „ტორპედომ“ ერთი თვის წინ დაიმატა, მაგრამ ფორმაში არ იყო და გუნდს პირველ შეხვედრაში ვერ დაეხმარა.

ქუთაისში „ტორპედოსა“ და „ტირანას“ პირველი მატჩი 1:1 დასრულდა. განმეორებით შეხვედრას 18 ივლისს ალბანელები უმასპინძლებენ.

კომენტარები