მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, სადარბაზოდან წყლის გამაცხელებელი მოიპარეს

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, სადარბაზოდან წყლის გამაცხელებელი მოიპარეს

ქურდობა ქუთაისში – ავტოქარხნის დასახლებაში, ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩაზე, ოჯახს სადარბაზოში წყლის გამაცხელებელი, ე.წ კალონკა მოჰპარეს.

უცნობმა პირმა მილები ბასრი საგნით გადაჭრა და ტერიტორია დატოვა.

“შენ, სწორედ შენ მოგმართავ, ვინც შუაღამისას კალონკა მომპარე და გადამიჭერი თავისი მილებით, ზურაბ ჭავჭავაძის 14 ნომერში, მე-8 სართულზე. შენ ხან არაადამიანი და უკანასკნელი ნაძირალა. გაზის მილი მოკეცა უბრალოდ და ისე დამიტოვა, იმას რომ მთელი ღამე ეჟონა წარმოდგენაც არ მინდა რა შეიძლება მომხდარიყო. გაგამდიდრა? რამდენად ჩააბარე? სხვისი არაფერი შეგრჩებათ, თქვენ თუ არა თქვენს ოჯახს და მომავალს მოეკითხება თქვენი საქციელი, სხვისი ნაწვალები და ლუკმა არავის შერჩენია”, – წერს დაზარალებული.

კომენტარები