მთავარიახალი ამბებიიმერეთი

ქუთაისის მერიამ 6 თვეში 106 283 ლარის საწვავი დახარჯა

ქუთაისის მერიამ 6 თვეში 106 283 ლარის საწვავი დახარჯა

ქუთაისის მერიამ მიმდინარე წლის 6 თვეში 106 283 ლარის საწვავი გახარჯა.

საწვავის ხარჯებით იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთი” დაინტერესდა.

გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ 6 თვეში მუნიციპალიტეტის მიერ გახარჯული იქნა 39 979 ლიტრი ბენზინი, რაშიც 106 283 ლარი დაიხარჯა.

“ინფო იმერეთი” იმერეთის რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტის  მონიტორინგს აგრძელებს. ჩვენი მიზანია, გავარკვიოთ, სად, რაზე და ვისზე იხარჯება ბიუჯეტის ფული.

მასალა მომზადებულია მედიის, ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრთან თანამშრომლობით.

კომენტარები