წალენჯიხასა და თელავის შემდეგ დღეს ქუთაისში “აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD)” “დანიის პარტიებისა და დემოკრატიის ინსტიტუტის (DIPD)“ მხარდაჭერით დემოკრატიის ფესტივალს ჩაატარებს.
ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების, კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები, ადგილობრივი მცირე მეწარმეები, არტისტები და მოქალაქეები.
ფესტივალი 16:00 საათზე დაიწყება და ჯგუფი “გამოუვალი მდგომარეობის” კონცერტით დასრულდება.
DemFest-ზე დასწრება ნებისმიერ დაინტერესებულ მოქალაქეს შეუძლია.
ორგანიზატორების თქმით, DemFest ინოვაციური ფესტივალია, რომელიც ხელს უწყობს საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის დიალოგს და სამოქალაქო და პოლიტიკური ჩართულობის გაძლიერებას.
კომენტარები