მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისის ციხეში პატიმრები მოიწამლნენ

ქუთაისის ციხეში პატიმრები მოიწამლნენ

პატიმრების ინტოქსიკაცია ქუთაისში – ნომერ მეორე დაწესებულებაში, სავარაუდოდ, სასმელი წყლით მსჯავრდებულები მოიწამლნენ.

უფლებადამცველების ინფორმაციით, პატიმრები დილით ქუთაისიდან თბილისში, კლინიკა “ვივამედში” გადაიყვანეს. როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ეს ჯერჯერობით უცნობია.

უფლებადამცველები არ გამორიცხავენ ენტეროვირუსსაც.

“ჩემი ერთ-ერთი პატიმარი მოიწამლა. არ ვიცი რის ბრალია, მაგრამ ვიცი, რომ ციხის თანამშრომლებიც პირბადეებით დადიან, რაღაცა ვირუსი არის”, – ამბობს ადვოკატი ნიკოლოზ კანკავა.

“ქუთაისის მეორე დაწესებულებაში ენტეროვირუსის სიმპტომატიკით მოწამლული არიან მსჯავრდებულები და გადაყვანილი არიან “ვივამედში”. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, არის 15 მსჯავრდებული, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ იყოს მეტიც. მათ შორის არის ჩემი დაცვის ქვეშ მყოფიც”, – აცხადებს ადვოკატი სოფო ბონდარენკო.

ადვოკატები ციხის ადმინისტრაციასა და იუსტიციის სამინისტროს, ინფორმაციის გასაჯაროებისკენ მოუწოდებენ.

იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ინფორმაციას გადაამოწმებენ.

კომენტარები