ხატია დეკანოიძე პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ დაბრუნდა, – ამის შესახებ პარტიის ოფისში მიმდინარე ბრიფინგზე ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე კობა ნაყოფიამ განაცხადა.
“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში ბრუნდება ხატია დეკანოიძე, რაც მისასალმებელია. ხატია დეკანოიძე დღეიდან შეუდგება საქმიანობას მიხეილ სააკაშვილის მიერ ინიციირებული ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაზე.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისეთი ადამიანები, როგორიცაა ხატია დეკანოიძე, ისევ იქნებიან ნაცმოძრაობის რიგებში, იქნებიან ამ დიდი ერთობის რიგებში. კარგი დასაწყისია და დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ ბევრი საინტერესო, ძალიან სერიოზული ადამიანი, ბევრი სხვადასხვანაირი ადამიანი შემოუერთდება ამ დიდ ბრძოლას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ზუსტად ვიცი, რომ 26 ოქტომბერს ქართული ოცნება გადავა ოპოზიციაში და დღევანდელი ოპოზიციური ძალები დიდი ერთობით უმრავლესობას შექმნიან საქართველოს პარლამენტში“, – განაცხადა კობა ნაყოფიამ.
ხატია დეკანოიძემ “ნაციონალური მოძრაობა“ მიმდინარე წლის მარტში დატოვა.
კომენტარები