მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

სოფელ შუქრუთის დაზარალებული მოსახლეობა ჭორვილაში არ შეუშვეს

სოფელ შუქრუთის დაზარალებული მოსახლეობა ჭორვილაში არ შეუშვეს

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის დაზარალებული მცხოვრებლები ჭორვილაში არ შეუშვეს.

ადგილზე მათ საგანგებოდ შეკრებული ჭორვილელები დაახვედრეს, რომლებმაც აქციის მონაწილეებს განუცხადეს, რომ ჭორვილაში შესვლის და სიმყუდროვის დარღვევის უფლებას არ მისცემენ.

“მოდიხარ აქ პლაკატებით ჟურნალისტებთან ერთად, აშკარად პროვოკაცია გსურთ, ამიტომ რა თქმა უნდა, არ მოგცემთ უფლებას შეხვიდეთ სოფელში”, – მიმართა ადგილზე მყოფმა ერთ-ერთმა პირმა დაზარალებულებს.

კომპანია “ჯორჯიან მანგანეზის” საქმიანობით დაზარალებული შუქრუთელები “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის სახლთან მისვლას აპირებდნენ, რათა მისთვის ცენტრალურ ხელისუფლებასთან შუამდგომლობის დახმარება ეთხოვათ.

ადგილობრივების დახვედრის შემდეგ, აქციის მონაწილეები შუქრუთში დაბრუნდნენ.

შუქრუთში მოსახლეობის პროტესტი 165 დღეა, გრძელდება. ადგილობრივები კომპანია GM-სგან დანგრეული სახლებისა და საცხოვრებელი გარემოს გამო ღირსეულ და სამართლიან ანაზღაურებას მოითხოვენ.

კომენტარები