ქუთაისში, ბალახვანის ხიდზე, ბეტონის კონსტრუქციაში განთავსებული რკინის ორნამენტები, ხშირ შემთხვევაში აღარ არის.
ადგილობრივების თქმით, რომ ღია სივრცე ბავშვებისთვის საფრთხეს ქმნის.
“ბალახვანის ხიდზე რამდენიმე ადგილზე მომძვრალია ეს ორნამენტები, ღია სივრცე საკმაოდ დიდია და საშიშია ბავშვებისთვის. იქნებ მიაქციოს შესაბამისმა სამსახურმა ყურადღება და შეაკეთონ”,- წერს და სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს, ფოტოგრაფი და სამოქალაქო აქტივისტი ნია ხარაძე.
კომენტარები