პარამკლავჭიდელ მსოფლიო ჩემპიონს ვახტანგ ახობაძეს ქუთაისელებმა სოციალური ქსელის მეშვეობით შეკრებილი თანხა გადასცეს. იდეის და ფინანსური წახალისების ავტორი ადგილობრივი ფატი დარსალიაა.
მან მეგობრებს სპორტსმენის დასაჩუქრებისკენ მოუწოდა და დღეს მსოფლიო ჩემპიონს 4 ათასი ლარი გადაეცა.
ვახტანგ ახობაძე მსოფლიოს ჩემპიონი 60 კგ წონითი კატეგორიაში მოლდოვის დედაქალაქში, ქალაქ კიშინიოვში გამართულ ჩემპიონატში 23 აგვისტოს გახდა.
კომენტარები