მთავარიახალი ამბებიიმერეთი

“შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, გუბერნატორის და მისი ადმინისტრაციის შენახვა წელიწადში მილიონი ლარი გვიჯდება”

“შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, გუბერნატორის და მისი ადმინისტრაციის შენახვა წელიწადში მილიონი ლარი გვიჯდება”

“ნაციონალური მოძრაობის” რეგიონული ლიდერი თემურ ცამციშვილი, იმერეთის ახალი გუბერნატორის ლევან ზალკალიანის დანიშვნას ეხმაურება.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, გუბერნატორის და მისი ადმინისტრაციის  შენახვა წელიწადში მილიონი ლარი ჯდება.

“შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. გუბერნატორის და მისი ადმინისტრაციის შენახვა წელიწადში მილიონი ლარი გვიჯდება. ხელისუფლების სრული ცენტრალიზების პირობებში, გუბერნატორის როლი რეგიონში არის ნომინალური. გამოსავალი არის დეცენტრალიზაცია, ძალაუფლების რეგიონებში გადანაწილება. გუბერნატორის ინსტიტუტი მომავალში თუ იარსებებს, უნდა იყოს არჩევითი. ჯანსაღი პოლიტიკური პროცესის პირობებში, ყველა რეგიონს ეყოლება ადგილობრივი პოლიტიკური ლიდერი”, – აცხადებს თემურ ცამციშვილი.

იმერეთს ახალი გუბერნატორი ლევან ზალკალიანი ჰყავს.

კომენტარები