მთავარიახალი ამბებიიმერეთი

“შემიწყალეთ, რათა მომეცეს საშუალება ჩავერთო საქართველოში მიმდინარე პროცესებში”

“შემიწყალეთ, რათა მომეცეს საშუალება ჩავერთო საქართველოში მიმდინარე პროცესებში”

პოლიტიკოსი გოგი წულაია პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართავს. მისი თქმით, ამ შემთხვევაში საშუალება მიეცემა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთოს.

“ქალბატონ სალომე თვითონ აქვს თავის თავზე გამოცდილი თუ რას ნიშნავს კლანური სასამართლო და როგორ იმართება სასამართლოები საქართველოში, რაც მე მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ჩემი მოსამართლე, რომელმაც 4 წელი მომისაჯა, არის კლანის წევრი. მე არ ვარ პუტინის პატიმარი, მაგრამ ბერა ივანიშვილის და ბიძინა ივანიშვილის პატიმარი რომ ვარ, ამაში ვარ დარწმუნებული. ქალბატონ სალომეს ვთხოვ, შემიწყალეთ, რათა მომეცეს საშუალება ჩავერთო იმ პროცესებში, რომელიც საქართველოში ამწუთას მიმდინარეობს”, – აცხადებს გოგი წულაია.

2023 წელს სააპელაციო სასამართლომ პოლიტიკოსი გოგი წულაია სექსუალური ხასიათის ქმედებაში დამნაშავედ ცნო და პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. წულაია აცხადებს, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია და თავს პოლიტიკურად დევნილად თვლის. საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში მას 4-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

კომენტარები