3 სექტემბერს თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის დროს დაღუპული ორი ადამიანიდან ერთ-ერთი სამტრედიელი ლაშა ცაგარეიშვილია.
როგორც სოციალურ ქსელში წერენ, მას 2 თვის წინ ჰქონდა ქორწილი.
“აი, ეს ანგელოზი ბიჭი ემსხვერპლა ავჭალა-დიდუბის მონაკვეთზე მომხდარ ავარიას. გული მეწვის. ვუსამძიმრებ ოჯახს, საქართველოს რკინიგზას. საწყალი ბიჭი, 2 თვის წინ ქორწილი ჰქონდა” – წერენ სოციალურ ქსელში.
3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის დროს საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი დაიღუპა, რომლებიც გეგმურ სამუშაოებს ასრულებდნენ.
კომენტარები