მთავარიახალი ამბებისპორტი

20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები ათი სპორტსმენით გამოვა

20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები ათი სპორტსმენით გამოვა

6-8 სექტემბერს ესპანეთის ქალაქ პონტევედრაში 20 წლამდე თავისუფალ მოჭიდავეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

57 კგ – ლუკა ღვინჯილია

61 კგ – თორნიკე ასაბაშვილი

65 კგ – ნიკოლოზ ბეშიძე

70 კგ – გოგა ოთინაშვილი

74 კგ – გიორგი რიგვავა

79 კგ – გიორგი გოგრიჭიანი

86 კგ – თორნიკე სამხარაძე

92 კგ – კონსტანტინე პეტრიაშვილი

97 კგ – რამინი გულიტაშვილი

125 კგ – ალექსანდრე აბრამიშვილი

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების ღირსებას მსოფლიო პირველობაზე კონსტანტინე პეტრიაშვილიც დაიცავს. ოლიმპიური ჩემპიონის გენო პეტრიაშვილის ძმა 10 დღის წინ 17-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

 

კომენტარები