იტალიაში, ტოსკანის პროვინციის ქალაქ ლუკაში ქურდობისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს.
იტალიური მედიის ცნობით, სუპერმარკეტში საქართველოს 24 წლის მოქალაქემ ათეულობით საპარსი კასეტის მოპარვა სცადა. პოლიცია მას შემდეგ გამოიძახეს, რაც სუპერმარკეტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი ახალგაზრდა მამაკაცის ზურგჩანთამ დააეჭვა და სალაროსთან შეაჩერა.
ჩხრეკის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მას ზურგჩანთაში მოპარული 30 ცალი საპარსი კასეტა ჰქონდა, რომლის საერთო ღირებულება დაახლოებით 900 ევროს აღწევს.
როგორც იტალიური მედია წერს, მამაკაცს იტალიაში მუდმივი საცხოვრებელი არ აქვს და ის ქურდობისთვის წარსულშიც არის ნასამართლევი.
კომენტარები