მთავარისაზოგადოებაიმერეთი

“დენტალ ლუქსი” წარმატებულ სტომატოლოგიურ კლინიკად დასახელდა

“დენტალ ლუქსი” წარმატებულ სტომატოლოგიურ კლინიკად დასახელდა

“ლიდერი საქმეში, ლიდერი პროფესიაში”, – აღნიშნული სახელწოდების ღონისძიებაზე, “დენტალ ლუქსი” წარმატებულ სტომატოლოგიურ კლინიკად დასახელდა.

ღონისძიების ორგანიზატორებმა კლინიკის ერთ-ერთ დამფუძნებელს ლევან ფორჩხიძეს მადლობის სიგელი გადასცეს.

ასევე როგორც გამორჩეულ სტომატოლოგს სიგელი გადაეცა,  კლინიკის თერაპევტ-ქირურგს, ექიმ სალომე გელენიძეს. მას ექიმობის 17-წლიანი გამოცდილება აქვს.

ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩა #42-ში, სტომატოლოგიური კლინიკა “დენტალ ლუქსი” 18 წლის განმავლობაში უწყვეტად ზრუნავს, რომ მომხმარებელს მაღალი ხარისხისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მომსახურება შესთავაზოს.

ამის დასტურია კმაყოფილი პაციენტების ის დიდი რაოდენობა, რომელიც “დენტალ ლუქსმა” ამ პერიოდის განმავლობაში შეიძინა.

კლინიკა მულტიპროფილურია. ეს ნიშნავს, რომ ერთ სივრცეში სხვადასხვა სტომატოლოგიური მიმართულების მომსახურებას მიიღებთ, ესენია: თერაპია, ქირურგია, ორთოპედია, ორთოდონტია, პაროდონტოლოგია, იმპლანტოლოგია, ბავშვთა სტომატოლოგია, 3D კომპიუტერული ტომოგრაფია, ვიზიოგრაფია და ორთოპანთონოგრამა.

როგორც კლინიკაში განმარტავენ, მათი საქმიანობის მთავარი მიზანი თავდაჯერებული ღიმილის შექმნაა, რისთვისაც რამდენიმე მნიშვნელოვანი კომპონენტია საჭირო, ესენია: მაღალკვალიფიციური და მუდმივად განათლების პროცესში ჩართული ექიმები, უმაღლესი ხარისხის სამუშაო მასალები და თანამედროვე ტექნოლოგიური აღჭურვილობა.

კომენტარები