მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ქუთაისის აეროპორტში, პარკინგზე დავტოვე მანქანა, დამხვდა დაზიანებული, არავინ იღებს პასუხისმგებლობას”

“ქუთაისის აეროპორტში, პარკინგზე დავტოვე მანქანა, დამხვდა დაზიანებული, არავინ იღებს პასუხისმგებლობას”

ქუთაისის აეროპორტში, პარკინგზე 10 დღით დატოვებული ავტომანქანა მფლობელს დაზიანებული დახვდა.

როგორც ლიზი ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში წერს, მომხდარზე პასუხისმგებლობას არავინ იღებს.

“გიზიარებთ ჩემს გამოცდილებას რომ ყველა ინფორმირებული იყოთ. ქუთაისის აეროპორტში, პარკინგზე 10 დღით დავტოვე მანქანა და დამხვდა დაზიანებული როგორც ხედავთ. აღმოჩნდა, რომ არავინ იღებს პასუხისმგებლობას არანაირ დაზიანებაზე, სულ რომ მანქანა დაამტვრიონ ან გაძარცვონ. აქეთ გადავიხადე 100 ლარი პარკინგის და ისე წამოვედი.

თუ ვინმეს ჩემსავით ეგონა, რომ მანქანის უსაფრთხოებაში ვიხდიდით თანხას, აღმოჩნდა სრული აბსურდი, რადგან პარკინგის ტერიტორიაზე კამერებიც კი არ აყენია. გარეთ გააჩერებთ თუ შიგნით არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონია.

ჩემი დიდი რეკომენდაციაა, თანხას ტყუილად ნუ გადაიხდით”, – წერს ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში, ჯგუფში “მოგზაურთა კლუბი”.

კომენტარები