მთავარიახალი ამბებიიმერეთი

“12 წლის მანძილზე “ქართულმა ოცნებამ” ქუთაისის აეროპორტში სატვირთო ტერმინალის აშენება ვერ შეძლო”

“12 წლის მანძილზე “ქართულმა ოცნებამ” ქუთაისის აეროპორტში სატვირთო ტერმინალის აშენება ვერ შეძლო”

“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებმა გიორგი ვაშაძემ და ვასო ურუშაძემ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრიფინგი გამართეს და მმართველი პარტია ვერგანხორციელებული მეგა პროექტის – ქუთაისის აეროპორტში სატვირთო ტერმინალის გამო გააკრიტიკეს.

ოპოზიციური პარტიის ლიდერების თქმით, 12 წლის მანძილზე “ქართულმა ოცნებამ” სატვირთო ტერმინალის აშენება ვერ შეძლო.

ლიდერები გამარჯვების შემდეგ დებენ პირობას, რომ სატრანსპორტო ჰაბს ააშენებენ, რომელსაც გეგმავდნენ 2012 წლამდე, რაც უზრუნველყოფს ადამიანების დასაქმებას და სტაგნაციის შეჩერებას.

კომენტარები