ქუთაისის “შენგელია არენაზე“ “ტორპედომ“ ფოთის “კოლხეთს“ უმასპინძლა და ორმატჩიანი წარუმატებელი სერია დაასრულა.
არაერთი მომენტის მიუხედავად, სტივ კინის გუნდმა ანგარიში მხოლოდ 75-ე წუთზე ცოტნე ფაცაციას გოლით გახსნა. “კოლხეთს” მეორე გოლი 90+1-ე წუთზე ბიორნ იონსენმა გაუტანა და ლიგის ბომბარდირებში მე-14 გოლით ერთპიროვნული ლიდერია.
ეროვნულ ლიგაში გამართული 24 ტურის შემდეგ ქუთაისის „ტორპედო“ (45) „იბერიას“ (45) დაეწია, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლებით მესამე ადგილზეა.
კომენტარები