ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის “ქართული ოცნების” საპარლამენტო დელეგატმა ზვიად შალამბერიძემ თერჯოლის მუნიციპალიტეტის ზედა სიმონეთსა და ძევრის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრებ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ადგილობრივებმა დადებითად შეაფასეს “ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში განხორციელებული არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი და განიხილეს ახალი პრიორიტეტები.
მისივე ცნობით, კანდიდატმა ხაზი გაუსვა მოსახლეობის მხარდაჭერის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ თითოეული ადამიანის ნდობა მისთვის დიდი პასუხისმგებლობაა.
კომენტარები