ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე, კორპუსიდან წყლის ავზის გადმოვარდნის შედეგად დაშავებული 68 წლის ქალი “თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრიდან” დღეს გაეწერა.
კლინიკის ნეიროქირურგის ბადრი წიქარიშვილის ინფორმაციით, პაციენტს აღენიშნებოდა ხერხემლის ტრავმა, თავის ტვინის შერყევა, გულმკერდის ნეკნების მოტეხილობა და იგი ნეიროქირურგიულ განყოფილებაში გადიოდა მკურნალობას.
მისივე თქმით, კლინიკაში გაწეული ყველა საჭირო დახმარების შედეგად პაციენტი ბინაზე გამოჯანმრთელებული გაეწერა.
“წყლის ბაკი გადმოვარდა მე-9 სართულიდან, დაზარალებული ვიყავი ძალიან, სასწრაფო დახმარება მალევე მოვიდა და გადამიყვანეს კლინიკაში, ჩამიტარეს ყველა საჭირო კვლევა. დღემდე ემოციებში ვარდები, რომ ვიხსენებ ამ ფაქტს”, – ამბობს დაზარალებული დარეჯან იობიძე.
ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსიდან წყლის ავზი 16 სექტემბერს გადმოვარდა. დაშავდა დასუფთავების ორი თანამშრომელი.
კომენტარები