მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

წყალტუბოში ძლიერმა ქარმა მრავალსართულიანი კორპუსებისა და კერძო სახლების სახურავები დააზიანა

წყალტუბოში ძლიერმა ქარმა მრავალსართულიანი კორპუსებისა და კერძო სახლების სახურავები დააზიანა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარმა ინფრასტრუქტურული პრობლემები შექმნა.

სტიქიის შედეგად დაზიანდა ოთხი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის და 15 -მდე კერძო საცხოვრებელი სახლის სახურავი.

ელექტროენერგია არ მიეწოდება მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს.

ქარმა დააზიანა ხეები და მწვანე ნარგავები.

იმერეთში ამ დროისთვის ძლიერი ქარის შედეგად 8 000-მდე ოჯახს ელექტროენერგია არ მიწოდება.

კომენტარები