მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში უბედურ შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში უბედურ შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

წყალტუბოში, სოფელ გუმბრინში უბედურ შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

საწარმოში, სადაც ქვებს ამუშავებენ, ბუნკერის წმენდისას, 52 წლის მამაკაცს ფეხი დაუცდა და დაახლოებით  20 მეტრის სიღრმეზე ჩავარდა.

შემთხვევა 30 სექტემბერს გვიან ღამით მოხდა. ადგილობრივების თქმით, გარდაცვლილის ამოყვანა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ცხედარი ექსპერტიზაზე გადაიყვანეს. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.

წყარო: მეგა ტვ

კომენტარები