მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

კურსები – სოფელი ტყიბულის მუნიციპალიტეტში

კურსები – სოფელი ტყიბულის მუნიციპალიტეტში

კურსები – სოფელი საქართველოში, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: გელათი, მოწამეთა). მდებარეობს იმერეთის ჩრდილოეთ მთისწინეთში, მდინარე წყალწითელის ნაპირებზე. ზღვის დონიდან 350 მეტრი, ტყიბულიდან 24 კმ-ით და სოფელი გელათიდან 5 კმ-ით არის დაცილებული. იგი სამკურნალო გოგირდის წყლითა და სამშენებლო ქვა-ტეშენით არის ცნობილი.

სოფელში ადამიანის ცხოვრების კვალი ჩანს ანტიკური ხანიდან. წერილობით წყაროებში კურსები XV საუკუნიდან იხსენიება. კურსებიდან იყვნენ ცნობილი ქართველი მშენებელი ოსტატები ბერეკაშვილები, რომლებმაც XIX საუკუნის 60-იანი წლებიდან რამდენიმე ეკლესია ააშენეს დასავლეთ საქართველოში.

რუსეთის იმპერიის დროს კურსების სასოფლო საზოგადოებაში შედიოდა სოფლები კურსები, გელათი, მოწამეთა, კოკა, ნაბოსლევი და ოხომირა.

სოფელში მოიპოვება ტეშენიტი და მუშაობს მოსაპირკეთებელი ფილების დამამზადებელი ქარხანა. ფუნქციონირებს საექიმო ამბულატორია. სოფელში გადის ქუთაისი-ტყიბულის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზა.

სოფელში სამი კოშკი და ხუთი ეკლესია შემორჩა, რომელთაგან ორი ნანგრევებად არის ქცეული.

ყველაზე ძველი ზენობნის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიაა ამ ეკლესიიდან არის ამჟამად ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაცული XVII საუკუნის საწინამძღვრო ჯვარი, რომლის წარწერაში “კურსების ქვეყანა“ იხსენიება.
კურსების დედაღვთისას მონასტერი
კურსების მთავარანგელოზთა ეკლესია
კურსების პეტრეპავლობის ეკლესია
კურსების საკვირაო ეკლესია
კურსების ნაციხარი
კურსების ბერეკაშვილების კოშკი
კურსების დედაღვთისას ნაეკლესიარი

კომენტარები