მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

უცვლელი მოთხოვნებით ქუთაისში პროტესტი გრძელდება

უცვლელი მოთხოვნებით ქუთაისში პროტესტი გრძელდება

ქუთაისში 82 დღეა, ხელახალ არჩევნებს და აქციების დროს უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლებას მოითხოვენ.

პროტესტის მონაწილეები საკუთარ მოთხოვნებს ყოველდღიურად აჟღერებენ და “ქართულ ოცნებას” მოუწოდებენ, შეწყვიტოს ქვეყნის დაზიანება და ძალაუფლებას ჩამოშორდეს.

მათივე თქმით, რეჟიმს მოშიმშილე ტყვეები ჰყავს, რომელთა სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

საქართველოში უწყვეტი საპროტესტო აქციები 2024 წლის 28 ნოემბრიდან მას შემდეგ დაიწყო, რაც “ქართული ოცნების” პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებენ ევროკავშირთან წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხს, ასევე 2028 წლის ბოლომდე უარს იტყვიან ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.​ აქციების დასაწყისში დემონსტრანტების დასაშლელად პოლიცია იყენებდა წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს. დააკავეს ასობით ადამიანი, მათ შორის, 50-ზე მეტი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. დაკავებულია “ბათუმელების” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი მზია ამაღლობელი, რომელიც 12 იანვრის შემდეგ შიმშილობს. ასევე, შიმშილობს, ბათუმელი მედროშე თემურ ქათამაძე.

კომენტარები