მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ხელახალი არჩევნები და უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლება – ქუთაისში საპროტესტო აქციები 84 დღეა, იმართება

ხელახალი არჩევნები და უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლება – ქუთაისში საპროტესტო აქციები 84 დღეა, იმართება

ხელახალი არჩევნები და აქციების დროს უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლება – ამ მოთხოვნებით ქუთაისში 84 დღეა, საპროტესტო აქციები იმართება.

აქციის მონაწილეების თქმით, “ქართული ოცნება” ყოველდღიურად არღვევს ადამიანების უფლებების და ქვეყანას უკან ხევს.

მათივე თქმით, პროტესტი ყველა ქალაქში უფრო მასშტაბური უნდა გახდეს.

საქართველოში უწყვეტი საპროტესტო აქციები 2024 წლის 28 ნოემბრიდან მას შემდეგ დაიწყო, რაც “ქართული ოცნების” პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებენ ევროკავშირთან წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხს, ასევე 2028 წლის ბოლომდე უარს იტყვიან ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.​ აქციების დასაწყისში დემონსტრანტების დასაშლელად პოლიცია იყენებდა წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს. დააკავეს ასობით ადამიანი, მათ შორის, 50-ზე მეტი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

კომენტარები