მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

92 დღეა, ქუთაისში მოქალაქეები ხელახალ არჩევნებს და უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლებას მოითხოვენ

92 დღეა, ქუთაისში მოქალაქეები ხელახალ არჩევნებს და უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლებას მოითხოვენ

92 დღეა, ქუთაისში მოქალაქეები ხელახალ არჩევნებს და აქციების დროს უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლებას მოითხოვენ.

უამინდობის მიუხედავად, უწყვეტი პროტესტის მონაწილეები ყოველ საღამოს იკრიბებიან და საკუთარ პოზიციას აჟღერებენ.

მათი თქმით, პროტესტი იქამდე გაგრძელდება, ვიდრე მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, რადგან სხვაგვარად ქვეყანა კრიზისიდან ვერ გამოვა.

საქართველოში უწყვეტი საპროტესტო აქციები 2024 წლის 28 ნოემბრიდან მას შემდეგ დაიწყო, რაც “ქართული ოცნების” პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებენ ევროკავშირთან წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხს, ასევე 2028 წლის ბოლომდე უარს იტყვიან ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.​ აქციების დასაწყისში დემონსტრანტების დასაშლელად პოლიცია იყენებდა წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს. დააკავეს ასობით ადამიანი, მათ შორის, 50-ზე მეტი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

 

კომენტარები