ჭიათურელი მაღაროელები მასშტაბურ საპროტესტო აქციებს აანონსებენ.
ისინი კომპანიას მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად დროს 3 მარტამდე აძლევენ.
“ჯორჯიან მანგანეზში” დასაქმებულები სახელფასო დავალიანების გასტუმრებას და მაღაროებში საწარმოო პროცესის აღდგენასთან დაკავშირებით კომპანიის მიერ პოზიციის დაფიქსირებას მოითხოვენ.
მაღაროელები, რომლებიც 4 თვეა, მხოლოდ ხელფასის 60%-ს იღებენ, აცხადებენ, რომ მიღებული თანხა საბანკო ვალდებულებების დასაფარავადაც არ ჰყოფნით.
“ორშაბათიდან გაჟღერდება ჩვენი მოთხოვნები, ორშაბათიდან უკვე სხვა სახე მიეცემა ამ ყველაფერს, რა მოთხოვნებსაც გავაჟღერებთ, აუცილებლად ყველა უკლებლივ უნდა იყოს შესრულებული”, – აცხადებენ მაღაროელები.
ჭიათურის მაღაროებში საწარმოო პროცესი 2024 წლის 1 ნოემბრიდან შეჩერდა.
კომენტარები