ქუთაისში პროევროპული აქციის მონაწილეები მსვლელობას მართავენ.
“სიმტკიცის ასი დღე” – ამ შინაარსის ტრანსპარანტით აქციის მონაწილეები ქუთაისის მერიიდან დაიძრნენ.
ქალაქის ქუჩებში ისინი მოსახლეობას აქციაზე შეერთებისკენ მოუწოდებენ.
აქციის მონაწილეებს ორი მთავარი მოთხოვნა აქვთ – ხელახალი არჩევნები და აქციების დროს უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლება.
“ძალაუფლება ხალხს”, “დამხობა ოლიგარქიას”, “არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა” – აცხადებენ აქციის მონაწილეები.
უწყვეტი პროტესტის მონაწილეების განმარტებით, აქციები ყოველდღიურად იქამდე გაგრძელდება, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
კომენტარები