მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში 102 დღეა, მოქალაქეები ახალ არჩევნებს და აქციების დროს დაკავებულთა გათავისუფლებას მოითხოვენ

ქუთაისში 102 დღეა, მოქალაქეები ახალ არჩევნებს და აქციების დროს დაკავებულთა გათავისუფლებას მოითხოვენ

ქუთაისში 102 დღეა, მოქალაქეები ახალ არჩევნებს და აქციების დროს უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლებას მოითხოვენ.

პროევროპული აქციების მონაწილეები ტრადიციულად დღესაც ქალაქის მერიასთან შეიკრიბნენ და “ქართული ოცნების” პოლიტიკა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს.

მათი თქმით,  პროტესტი იქამდე არ შეწყდება, ვიდრე ხელახალი არჩევნები არ დაინიშნება და ყველა უკანონოდ დაკავებული არ გათავისუფლდება.

საქართველოში უწყვეტი საპროტესტო აქციები 2024 წლის 28 ნოემბრიდან მას შემდეგ დაიწყო, რაც “ქართული ოცნების” პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებენ ევროკავშირთან წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხს, ასევე 2028 წლის ბოლომდე უარს იტყვიან ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.​ აქციების დასაწყისში დემონსტრანტების დასაშლელად პოლიცია იყენებდა წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს. დააკავეს ასობით ადამიანი, მათ შორის, 50-ზე მეტი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

კომენტარები