მთავარიპერსონა

“ჟურნალისტი სხვა რაკურსით”- ეკა ფხაკაძე

“ჟურნალისტი სხვა რაკურსით”- ეკა ფხაკაძე

იმერეთის საინფორმაციო სააგენტო infoimereti.ge გთავაზობთ რუბრიკას “ჟურნალისტი სხვა რაკურსით”, რომლის პირველი სტუმარიც ტელეკომპანია “ფორმულას” იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ბიუროს ჟურნალისტი, ეკა ფხაკაძეა.

სახელი: ეკა

გვარი: ფხაკაძე

სამუშაო ადგილი: ტელეკომპანია „ფორმულა”.

რომ არ ვყოფილიყავი ჟურნალისტი, ვიქნებოდი… ქირურგი.

ყველზე მეტად ჩემს პროფესიაში მომწონს... რომ არცერთი დღე მეორეს არ ჰგავს.

როცა ამ პროფესიას ვირჩევდი მეგონა, რომ… ყოველთვის საინტერესო ადამიანებთან მექნებოდა ურთიერთობა.

ყველაზე დასამახსოვრებელი რეპორტაჟი... სხვებისთვის „ქუთაისური ცურვა“.

ყველაზე მეტად ადამიანში ვაფასებ… ღირებულებებისადმი ერთგულებას.

მჯერა, რომ… პარლამენტი ქუთაისში დაბრუნდება.

ის, რაც ყველაზე მეტად მომწონს ჩემს თავში… მოუსვენრობა.

რაც ყველაზე მეტად არ მომწონს საკუთარ თავში… მოუსვენრობა.

ის, რის გარეშეც ვერ წარმომიდგენია ცხოვრება, არის… ყავა.

ბავშვობაში ყველაზე მეტად მინდოდა, რომ… გავმხდარიყავი ბალერინა ან მოციგურავე.

ამ წამს ყველაზე მეტად მინდა, რომ ვიყო… ფლორენციაში.

ნიჭი, რომელსაც მინდა ვფლობდე… პოლიგლოტის ნიჭი.

ამოჩემებული სამოსი… კაპიშონიანი მოსაცმელი.

ყველაზე ხშირად მავიწყდება… სად დავდე ტელეფონი.

ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ საუბარში, არის … ვერ ვიხსენებ ასეთ ფრაზას.

ადრე ვფიქრობდი, რომ… როდესაც დავბერდები ბევრი დრო მექნებოდა კითხვისთვის და ფილმებისთვის.

 ახლა ვფიქრობ, რომ… სიბერე არ არსებობს.

თავისუფალ დროს… პატარა დღესასწაულების მოწყობა მიყვარს.

მეშინია… ახლობლების ავადმყოფობის.

ვტირი მაშინ, როდესაც…სხვა რამის გაკეთება არ შემიძლია.

მრცხვენია მაშინ, როდესაც… ვამჩნევ, რომ ადამიანი გულწრფელი არ არის.

ყველაზე მეტად მიყვარს… სიურპრიზების მოწყობა

არასოდეს გავაკეთებ… უკვე იმ ასაკში ვარ, რომ ზუსტად ვიცი, ეს არ უნდა ვთქვა.

რისი თქმაც ყოველთვის მინდოდა და ახლა ვამბობ… ქუთაისს სჭირდება მერი, რომელიც ამ ქალაქისთვის საპარლამენტო ქალაქის სტატუსის დაბრუნებას  საჯაროდ უგულშემატკივრებს.

სიყვარული არის…  საყრდენი.

ყველაზე ბედნიერი ვიყავი მაშინ… როდესაც სტუდენტი ვიყავი.

როდესაც ცუდად ვარ… ყველაზე მეტად მაშინ მინდა ვიყო ბედნიერი.

დღეს დილით პირველი, რაც გავიფიქრე იყო… როდის მოვა შემოდგომა.

ყველაზე დიდი სისულელე, რაც გამიკეთებია, არის… იმდენი სისულელე მაქვს გაკეთებული…

პირად ურთიერთობებში ვარ... გაცილებით უფრო რთული ვიდრე ერთი შეხედვით სჩანს.

მინდა დამიმახსოვრონ, როგორც… როგორიც უნდათ.

კომენტარები