მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

Wizz Air თელ-ავივის მიმართულებით ავიარეისებს წყვეტს

Wizz Air თელ-ავივის მიმართულებით ავიარეისებს წყვეტს

Wizz Air-მა ისრაელში არსებული ვითარების გამო, თელ-ავივის მიმართულებით ფრენების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

“ვაგრძელებთ სიტუაციის მჭიდრო მონიტორინგს და შესაბამის ორგანოებთან კონტაქტში ვიმყოფებით”, – აცხადებენ კომპანიაში.

ამას გარდა, CNN-ის ცნობით, ისრაელიდან და ​ისრაელის მიმართულებით, ავიამიმოსვლა შეაჩერა რამდენიმე აზიურმა კომპანიამაც. მათ შორის, Korean Air-მა, Air India-მა და Cathay Pacific-მა.

ისრაელში განვითარებული მოვლენების გამო, თელ-ავივის მიმართულებით ავიარეისები შეწყვიტეს United Airlines-მა, American Airlines-მა და Delta Air Lines-მაც.

კომენტარები