მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ხალხი 7 საათის განმავლობაში თოვლში და უბედურებში მიდიოდა” – Wizz Air-ის ქუთაისი-ბერლინის რეისი 87 მგზავრის გარეშე გაფრინდა

“ხალხი 7 საათის განმავლობაში თოვლში და უბედურებში მიდიოდა” – Wizz Air-ის ქუთაისი-ბერლინის რეისი 87 მგზავრის გარეშე გაფრინდა

ქუთაისის აეროპორტიდან, Wizz Air-ის რეისი ბერლინში 87 მგზავრის გარეშე გაფრინდა. ფრენა 06:15 საათზე იყო დაგეგმილი.

მგზავრების ინფორმაციით, რიკოთზე უამინდობისა და გზაზე თოვლით შექმნილი პრობლემების გამო, თბილისიდან ქუთაისის აეროპორტში მიმავალმა ავტობუსმა დააგვიანა, რის გამოც დათქმულ დროს აეროპორტში ვერ მივიდნენ.

“87 ადამიანის გამო ფრენის გადადებაც კი შეიძლებოდა, არათუ 1 საათით დალოდება. ხალხი 7 საათის განმავლობაში თოვლში და უბედურებში საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად მიდიოდა და ელემენტარულად თავი არავინ შეიწუხა რომ დახმარებოდა მაგ ხალხს. 87 ადამიანი როცა აგვიანებს უნდა გაითვალისწინო და დაელოდო. ბევრ დიდ ავიაკომპანიას დაგვიანებია ბევრ დიდ აეროპორტში მაგაზე ნაკლები მიზეზით, აბა ცუდად გამხდარიყო ვინმე 2-3 საათსაც მშვენივრად დააგვიანებდა და არც არაფერი არ მოხდება. ცოტა მეტი სოლიდარობა და თანაგრძნობა გამოიჩინეთ ერთმანეთის მიმართ ხალხო” ,- წერს ერთ-ერთი მგზავრი ფესიბუკ ჯგუფ „მოგზაურთა კლუბში“.

მგზავრები კომპანიის პასუხს ამ დრომდე ქუთაისის აეროპორტში ელოდებიან.

კომენტარები