ქუთაისში რესტორანი “ქალაქური” 10 000 ლარით დააჯარიმეს.
მეპატრონის თქმით, ობიექტზე მისულ შრომის ინსპექციის წარმომადგენლებს, იქ მყოფმა მომხმარებელმა განუცხადა, რომ რესტორანში დაბადების დღეს იხდიდა, რასაც ობიექტის დაჯარიმება მოჰყვა.
“ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მომხმარებელმა შრომის ინსპექციის წარმომადგენელს უთხრა, რომ დაბადების დღე ჰქონდა, რის შემდეგადაც დაგვაჯარიმეს. არ ვეთანხმებით და გავასაჩივრებთ,”- განაცხადა ამირან ბეშკენაძემ.
კომენტარები