მთავარიახალი ამბებიიმერეთი

ქუთაისში, სოციალური მომსახურების სააგენტოდან გათავისუფლებული მუშაკი სამსახურში აღადგინეს

ქუთაისში,  სოციალური მომსახურების სააგენტოდან გათავისუფლებული  მუშაკი სამსახურში აღადგინეს

ქუთაისში, სოციალური მომსახურების სააგენტოდან უკანონოდ გათავისუფლებული სოციალური მუშაკი სამსახურში საიას დახმარებით აღადგინეს.

აღნიშნული თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლება სოციალური მომსახურების სააგენტოში განხორციელებული რეორგანიზაციის შემდგომ მოხდა.

სამსახურიდან გათავისუფლებული თანამშრომელთან მიმართებაში, მოპასუხეს დაევალა სოციალური მუშაკების სამსახურში აღდგენა და გათავისუფლებიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდის განმავლობაში იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. პირველი ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებები მოპასუხემ ზემდგომ ინსტანციებში აღარ გაასაჩივრა.

გარდა ქუთაისისა, საიას დახმარებით, თელავის სოციალური მომსახურების სააგენტოდან გათავისუფლებული თანამშრომელიც აღადგინეს სამსახურში.

კომენტარები